logo_geo
eng_logo
დღეს ამინდი გაუარესდება
- +

21 აპრილი. 2016. 10:04


 

საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება.  დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ, 22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება - წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.

22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს.



დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner