საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება. დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ, 22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება - წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.
22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს.
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.