ლაშა შავდათუაშვილი რუსეთში მიმდინარე სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ვერცხლის მედლის მფლობელია. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო.
ფინალურ ჭიდაობამდე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში, მსოფლიოს მესამე პრიზიორი მონღოლი ოდბაიარ გაანბაატარი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე იპონით უზბეკ გისუჯენ ბობოევს სძლია.