პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დეკრიმინალიზაცია ერთია, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება იმ შეტყობინებების შეჩერება (და ავტორების იდენტიფიკაცია), რითაც ტელეფონში პირდაპირ მოგდის შემოთავაზება: ჰეროინი, კოკაინი, სუბოტექსი და სხვა... ეს ახალგაზრდების დაღუპვაა და არც ერთ სხვა ქვეყანაში არ გამიგია ასეთი რამ!" - წერს ზურაბიშვილი.