logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას: მე თქვენზე უკეთესი ქართველი ვარ!
- +

17 დეკემბერი. 2017. 03:43


 

„ბევრს საქართველოში ჰგონია, რომ გიჟი ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი და არაფერი არ დამრჩა საერთოდ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

 

„დღეს მე მექნებოდა, მინიმუმ, 200 მილიონი დოლარი. ბევრს საქართველოში ჰგონია, რომ გიჟი ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ 9 წელი ვიყავი პრეზიდენტი და არაფერი არ დამრჩა საერთოდ და ახლა ვიყავი ყველაზე ფულიან თანამდებობაზე უკრაინაში და იმიტომ, რომ ოდესაში ბევრად მეტი ფულის გაკეთება შეიძლება, ვიდრე საქართველოში ერთად აღებულში და იქიდან გამოვედი ცარიელ-ტარიელი...  მე ვარ ქართველი და თქვენზე უკეთესი ქართველი. იმათ მინდა, მივმართო, ვისაც ჰგონია, რომ თანამდებობა არის მოპარვისთვის იმიტომ, რომ მე არ ვყიდი არც საქართველოს და არ ვყიდი არც იმ ქვეყანას, რომელიც მენდო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner