logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

17 დეკემბერი. 2017. 12:06


 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner