logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დღეს თქვენი დღესასწაულია ბავშვებო...
- +

17 დეკემბერი. 2017. 13:43



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ბარბარობის დღესასწაული ბავშვების დღეა, ამიტომ მათ უნდა მივაგოთ პატივი.


პატრიარქმა ბავშვებს მოუწოდა ამბიონზე ასულიყვნენ. პატრიარქის მთელი ქადაგების განმავლობაში ბავშვები ამბიონზე მუხლმოდრეკილი იყვნენ.


„ბედობის დღეა, ბედნიერი დღეა, ბავშვების დალოცვის დღეა, ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი. დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს და ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია, ის იყო ერთადერთი შვილი, მას ჰყავდა მამა და ის ზრდიდა. მაგრამ მამას არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წმინდა ბარბარემ როცა მიიღო ქრისტიანობა, იწამა ქრისტე, თავის შენობაში გააკეთებინა მესამე ფანჯარა. ამით უნდოდა გამოესახა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისა. წამება წმინდა ბარბარესი სამაგალითოა. მისმა მამამ მოჰკვეთა თავი, ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა. აი, ეს ტაძარი, წმინდა სამების სახელობისაა და ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამებისა, ჩვენ ალბათ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს თქვენი დღესასწაულია ბავშვებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner