ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საინტერესოა, რა აზრი უყალიბდებათ ქართველ ექიმებზე გერმანიის, საფრანგეთის, თურქეთის და ისრაელის მედიკებს, როცა იკვლევენ საქართველოდან საბედისწერო დიაგნოზით ჩასულ პაციენტებს და ხედავენ რომ, ან დიაგნოზია არასწორად დასმული, ან დადგენილი სნეულება საერთოდ არ არსებობს?
სავარაუდოდ, მათ ეცოდებათ ის პაციენტები, რომლებსაც მათთვის საქართველოში დასმული დიაგნოზების გადამოწმების სახსრები არ გააჩნიათ.
ასეთი ტენდენცია შეიძლება აიხსნას არა იმდენად არაპროფესიონალიზმით ან ლაბორატორიების გაუმართაობით, რამდენადაც შემოსავლის გაზრდის წყურვილით, როგორც პაციენტის, ასევე ბიუჯეტის ჯიბიდან", - წერს უძილაური.