logo_geo
eng_logo
პაკისტანში ეკლესიაზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 დეკემბერი. 2017. 16:05



პაკისტანში, ქალაქ კვეტას ეკლესიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.


ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, რის შემდეგაც თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა ატყდა.


ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner