სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა „ქართუმ" შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას, მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ არასდროს მივატოვებთ", - წერს გიორგობიანი.