logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან!
- +

21 თებერვალი. 2016. 22:43


ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი  ელისო ჩაფიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი უმთავრესი საზრუნავი ამ ეტაპზე ტყიბული და მისი პრობლემებია.


ჩაფიძის თქმით, სანამ ტყიბულის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, იგი არსად წასვლას არ გეგმავს

 


„ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს. პირველ რიგში. მადლობა ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის. ვისაც გაეხარდა ჩემი განცხადება, მათ გასაგონად ვამბობ, რომ მე შევთავაზე ჩემთან მებრძოლ გოლიათ პოლიტიკოსებს, თუ ჩემს გამო უკეთებთ ამას ტყიბულს, მზად ვარ, წავიდე, ოღონდ მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭეთ-თქო. ჯერჯერობით ეს თხოვნა არ შესრულებულა. ამიტომ არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან, რომლის წესდება ჩემი ხელმოწერითაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას. მჯერა გამარჯვების. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა მომწერა: ელისო, შენს გვერდით ვართ ხალხი და სიმართლეო...

ასე რომ,  ფსბეს და ცეკას  ინტრიგანებს  უფრო  ადრე არ მოუწიოთ პოლიტიკიდან წასვლა"- წერლს ჩაფიძე სოციალურ ქსელში.



მოამზადა თეონა რამაზაშვილმა



შეგახსენებთ, რომ ჩაფიძე ხელისუფლებას სთხოვს, კიდევ ერთხელ გადაიხედოს მთის კანონი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერდა, შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლის თანახმად მეშახტეების შემოსავალი 10%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.


ცნობისთვის ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ, ორი დღის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც პრემიერ პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი არიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner