საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მერამდენე სიკეთე!!! გაიხარეთ ბატონო ბიძინა! მრავალ ახალწელს დაესწარით თქვენს ხალხთან ერთად!" - წერს კოპალიანი.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საცხოვრებელი ბინა ფონდმა „ქართუმ" შეიძინა.