logo_geo
eng_logo
თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია
- +

17 დეკემბერი. 2017. 20:31



რუსეთის ფილმსაცავ  „გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით,  საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.


ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner