პრინცმა ჰარიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს მოსმენას BBC-ის მსმენელები 27 დეკემბერს შეძლებენ, მანამდე კი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტი გაავრცელა.
ვიდეოში ობამა ხუმრობით ეკითხება ჰარის, აუცილებელია თუ არა, რომ მან ბრიტანული აქცენტით ისაუბროს.
ინტერვიუ სექტემბერში კანადაშია ჩაწერილი, როდესაც პრინცი ჰარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად „Invictus Games"-ს ესწრებოდა.