logo_geo
eng_logo
თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
- +

17 დეკემბერი. 2017. 22:11



18 დეკემბერს, 16:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმოდ გაიხსნება, გარდა ამისა, გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნისა - „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე", რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს. ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს" გადასცემს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner