logo_geo
eng_logo
სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს
- +

18 დეკემბერი. 2017. 00:57



სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს.


მისი ინფორმაციით, სირიაში, ჰამას პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.

 

„კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება „ჰაიატ ტახრირ ალ შამის" რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება "ფრონტი ან ნუსრას" ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო", - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.


როგორც „კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი განმარტავს, კუშტანაშვილი ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილიყო წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner