logo_geo
eng_logo
გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 500 მიგრანტი დაიღუპა
- +

21 აპრილი. 2016. 11:21



გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიასა და იტალიას შორის გემის ჩაძირვის შედეგად სავარაუდოდ 500 მიგრანტი დაიღუპა.  გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან.



გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ გემის ჩაძირვის შედეგად გადარჩენილ იძულებით გადაადგილებულ პირებს. გადარჩენილ 41 მიგრანტს შორის სამი ქალი და სამი წლის ბავშვია. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზღვაში, სანამ 16 აპრილს ფილიპინური სატვირთო ხომალდის ეკიპაჟმა  არ გადაარჩინა. ჩაძირულ ხომალდზე ძირითადად სომალელი, ეთიოპიელი, ეგვიპტელი და სუდანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ. ისინი ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან ევროპაში ცდილობდნენ ჩასვლას.



გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს  ხმელთაშუა ზღვაში 1200 მიგრანტი დაიღუპა.




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner