logo_geo
eng_logo
„ბირჟა მაფია“-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
- +

18 დეკემბერი. 2017. 11:47



„ბირჟა მაფიას"-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. პროკურატურა საქმის წარმოებას, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ წყვეტს.


დღეს ქებურიას ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც ცნობილი ხდება ორივე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულებებია.


შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას" ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი არის ოდენობით შეუფარდა.


ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას" წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner