„ბირჟა მაფიას" წევრის გიორგი ქებურიას საქმეზე პოლიციელთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
როგორც გიორგი ქებურიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურა გიორგი ქებურიას ჩვენების სისწორე, შესაბამისად, დადასტურდა ქებურიას უდანაშაულობა და გამოძიებამ გიორგი ქებურიას გამამართლებელი მტკიცებულება მიიღო.
გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, საქმეზე პარალელურად დაწყებული იყო გამოძიება ბრალდებულების საჩივრის საფუძველზე ცალკეულ პოლიციელთა მიმართ და ეს გამოძიება გრძელდება.