logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ბაშარ ალ-ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს
- +

18 დეკემბერი. 2017. 12:45



საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ France2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.


„ასადი სირიელი ხალხის მტერია. მან საკუთარი დანაშაულების გამო ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, როდესაც საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

სირიულმა ოპოზიციამ მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უნდა გამართოს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner