საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა.
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია განახორციელა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია", „ბელუგა" და „ნეფტი", ასევე კონიაკი „ჰენესი" და ვისკი „ჯეკ დენიელსი", რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.