logo_geo
eng_logo
გიორგი ქებურია: მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა
- +

18 დეკემბერი. 2017. 13:20



„ბირჟა მაფიის" წევრს გიორგი ქებურიას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება, რომელიც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ ქმედებას მისი და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ ობიექტურად დასრულდება.


„მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა", - განაცხადა გიორგი ქებურიამ.


„ბირჟა მაფიის" წევრის გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყდება.


შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას" ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. „ბირჟა მაფიას" წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner