თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
საპროტესტო აქციაში მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გარე ვაჭრობა ნებადართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან.
მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციაზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.