logo_geo
eng_logo
სებასტიან კურცი: ჩვენი მიზანია გერმანიასთან, ისევე როგორც ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის გაფართოება
- +

18 დეკემბერი. 2017. 14:16



ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გაზეთ Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ავსტრიის ახალ მემარჯვენე-კონსერვატორულ მთავრობას გერმანიასთან კავშირების გაღრმავება სურს.


„ჩვენ ძალიან ბევრი პირადი, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული რამ გვაკავშირებს გერმანიასთან" , - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.


კურცი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა დაძაბავს ვითარებას გერმანიასთან და ბრიუსელთან.


„ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაღრმავებას გერმანიის მთავრობასთან, განსაკუთრებით კი კანცლერ ანგელა მერკელთან. ჩვენი მიზანია გერმანიასთან, ისევე როგორც ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის გაფართოება", - განაცხადა სებასტიან კურცმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner