პოროშენკოს ფრაქციაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება მოითხოვეს. რადას დეპუტატის ირინა ფრიზის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებას „რომელიმე ქვეყანაში".
„სააკაშვილს არ სურს იმპიჩმენტი. მას ძალაუფლება სურს ქვეყანაში, რომელიც ათჯერ უფრო დიდია იმ ქვეყანაზე, რომლიდანაც ის სამარცხვინოდ გაიქცა. სააკაშვილი უკრაინიდან შორის უნდა იყოს, სადაც ის ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის. ის ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოს, ეზიზღება ჩვენი წარსული, ახდენს მომავლის ნიველირებას. კულტურის სასახლის შტურმით აღების მცდელობა, სამართალდამცავები ცემა და დაცინვა, საზღვრის უკანონოდ კვეთა, კორუფციული კანონმდებლობის ლობირება ოდესის საბაჟოსთვის. რას გააკეთებს მეტს ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლება სურს და ამის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს", - აცხადებს ირინა ფრიზი.