logo_geo
eng_logo
2017 წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა
- +

18 დეკემბერი. 2017. 15:54



2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში საერთო ჯამში 97 ჟურნალისტი დაიღუპა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-მა ჟენევაში, ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას გამოქვეყნებისას საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ქმედითი ზომები მიიღოს კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.


მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებს შორის დასახელებულია მექსიკა, სადაც ამა წლის იანვრიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა, ერაყი (9 ჟურნალისტი), ავღანეთი (8 ჟურნალისტი), ინდოეთი (8 ჟურნალისტი) და პაკისტანი (8 ჟურნალისტი).


გასულ წელს 144 ჟურნალისტი დაიღუპა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner