შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე გარკვეული პირები კვლავ დაიბარონ.
„ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ისევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.