საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ნათია თოდუას გერმანულ „ახალ ხმაში" გამარჯვებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„Voice Germany-ს გამარჯვებული, ჩვენი ნათია თოდუა გახდა! წარმოიდგინეთ: რა ბაჯაღლოა! 83 მილიონიან გერმანიაში-გალელმა გოგონამ გაიმარჯვა! გ(ი)ლოცავ ნათია და უღრმესი მადლობა, გერმანიაში-თითოეულ ემიგრანტს", - წერს ჩრდილელი.
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.