რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა, ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა "რუსთავში" მიყვანამდე გონზე მოვიდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკა ,,რუსთავში" განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.