თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როცა გიყვარს, უფრთხილდები; როცა გიხარია, სიკეთეს გადასცემ - როგორც ჩანს სწორედ ამის ნაკლებობაა დღეს ჩვენს ქალაქში...
მეგობრებო, აი, ასე გამოიყურება დღეს რუსთაველზე ეს ლამაზი საახალწლო ბურთი. რასაკვირველია, თბილისის მერია აღადგენს მას პირვანდელი სახით, მაგრამ როდის ჩაანაცვლებს ნგრევას და განადგურებას ზრუნვა და სიყვარული?" - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.