logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ნინო ქათამაძე, მეგი გოგიტიძე და ნათია თოდუა იმპროვიზაციის ქალღმერთები არიან!
- +

19 დეკემბერი. 2017. 00:49



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ნათია თოდუას გამარჯვებას ულოცავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნათია თოდუას იმპროვიზაციის უნიკალური ნიჭი აქვს.

ნინო ქათამაძე, მეგი გოგიტიძე და ნათია თოდუა არიან იმპროვიზაციის ქალღმერთები! ყოჩაღ ნათიას!" - წერს უძილაური.

 

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა.


​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.


​გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner