უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სია საზოგადოებისთვის არჩევნებამდე 40 დღით ადრე გახდება ცნობილი.
მისი თქმით, ის მიესალმება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ისეთი დიდი პოლიტიკური წონის ადამიანების ყოფნას, როგორიცაა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო.
„კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს, ამიტომ, თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ტყიბულისა და თერჯოლის უკვე გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.