მხატვარი ბესიკ დუღაშვილი facebook-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს, თენგიზ არჩვაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე ვიყავი...
მინდოდა მოვფერებოდი ადამიანს და...
ამდენი ხალხი, ამდენი სტუმარი...
სულ ნაღები საზოგადოება და „სვეცკები"... და...
ყაყანი, ყაყანი, ყაყანი აუტანელი...
გამომსვლელებს მოსაფერებელი სიტყვების თქმას არ აცლიდნენ..
გიორგი კალანდიამ რამდენჯერმე მოუწოდა სიჩუმისკენ...
თავად ქალბატონმა თამარ სხირტლაძემაც ითხოვა... ცოტა ჩუმად,-ო...
ზაზა კოლელიშვილმაც შემოუძახა, შეარცხვინა... ვითომ, მაგრამ შენც არ მომიკვდე...
ასეთ საღამოზე ადამიანი რომ მიდის იმიტომ რომ თავისი თავი უყვარს ასეთ საღამოზე და არა დიდი პიროვნება...
ხიბლშია, აი, სად მოვხვდი,-ო...
სელფები, სელფები, სელფები...
ზეპური რომაა საზოგადოება და თანაც ასეთი... დაღუპულია ქვეყანა..." - წერს ბესიკ დუღაშვილი.