logo_geo
eng_logo
„მაშინ იმ ხალხს უნდოდა ძალადობა და ჩვენც ძალით ვუპასუხეთ“ – სააკაშვილი 26 მაისს აქციის დარბევაზე
- +

19 დეკემბერი. 2017. 03:09



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტების მიერ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მაშინ  რუსეთმა მოაწყო პროვოკაცია და  ამას ხელისუფლებამ სწორად  უპასუხა.


„პირველ რიგში, იქ იყო ძალიან ცოტა ხალხი. მეორე - ეს იყო ბურჯანაძე, პუტინის პირადი მეგობარი, პუტინთან ერთად იღებდა აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე. ვერ ხედავთ განსხვავებას პუტინის მთავარ მტერსა და მის ახლო მეგობარს შორის? თუ ვერ ხედავთ განსხვავებას, ეს თქვენი პრობლემებია. მაშინ ნამდვილად რუსეთმა მოაწყო პროვოკაცია და ჩვენ მას სწორად ვუპასუხეთ. მაშინ იმ ხალხს უნდოდა ძალადობა და ძალადობას ჩვენ ძალით ვუპასუხეთ. სად დაინახეთ, რომ ჩვენ ძალადობა გვინდოდა? სად ნახეთ, რომ მე და პუტინი ერთად ვიდექით?", - განაცხადა სააკაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner