logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: როდესაც გორში დაცვა დამახტა თავზე, ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო
- +

19 დეკემბერი. 2017. 03:29



ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში" განაცხადა, რომ არასდროს შეშინებია, მითუმეტეს, როდესაც აკავებდნენ.


„2008 წელს გავუძელით... როდესაც ვიჯექით კაბინეტში და ყველა გვირეკავდა, ამერიკელები, ფრანგები, მოდიან პირდაპირ მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიან. ვინმემ შეატყო, რომ ერთი ნერვი ამიტოკდა?! რომ ატრიალებენ დაცვა რომ გორში დამახტა თავზე და ვაი რა მშიშარაა. ვინ ატრიალებს ამას, მხდალი ნაძირლები, ჯერ ერთი, მტერთან თანამშრომლობდნენ და მეორე, მათი კვალი არ იქნებოდა იქ. მე, პრეზიდენტი ვიდექი იქ, სადაც იყო ბომბები და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგა, დამახტა თავზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო. ოდესმე ვინმემ ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე, ამათ ვიღაცაში ვეშლები", - განაცხადა სააკაშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner