logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: უმრავლესობის რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს!
- +

19 დეკემბერი. 2017. 10:02



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ უმრავლესობის რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.


„ფრაქციების თემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც, ფრაქციების დაშლა შეიძლება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ეს არის ყოვლად უსაფუძვლო ეჭვი, არანაირი შეხება მას სიმართლესთან არ აქვს. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს უმრავლესობის რიგებში. იმაზეც საუბრობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი აღარ იქნება პრემიერი, მაშინ, როდესაც ოფიციალურად წარდგენილია მთავრობის მთელი შემადგენლობა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner