ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ნათია თოდუას ,,The Voice of Germany 2017"-ში გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2"-ის მიერ დაწუნებული ქართველი დევნილი ნათია თოდუა გერმანიის ხმა გახდა... აი ასე ,საქართველოში ვერ დავაფასეთ და ხვალ, ეს გოგო ევროვიზიაზე გერმანიის სახელით გამოვა, რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ?!" -წერს ჯღარკავა.
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.