logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: ამას არ დავივიწყებთ!
- +

19 დეკემბერი. 2017. 11:07



გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას ვიხილეთ, არის შეურაცხყოფა.

 

„რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას ვიხილეთ, არის შეურაცხყოფა. ამას არ დავივიწყებთ", - განაცხადა ჰეილიმ.


მისი თქმით, ეს იყო პირველი ვეტო, რომელიც აშშ-მ გამოიყენა ბოლო 6 წლის განმავლობაში.


„ის, რომ რეზოლუციაზე ვეტო გამოვიყენეთ აშშ-ს სუვერენიტეტის დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში ამერიკის როლის ხაზგასასმელად არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენთვის", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არ იყო ნახსენები აშშ და ტრამპი, მაგრამ გამოხატული იყო „დიდი მწუხარება ბოლო დროს იერუსალიმის სტატუსზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით".


ეგვიპტის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეუცვლის ხასიათს, სტატუსს ან დემოგრაფიულ შემადგენლობას წმიდა ქალაქ იერუსალიმს, არ ექნება სამართლებრივი შედეგი და ბათილად უნდა იყოს ცნობილი."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner