logo_geo
eng_logo
უკრაინა ნადეჟდა სავჩენკოს ექსტრადირებას ითხოვს
- +

21 აპრილი. 2016. 13:07



რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მიიღეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინულმა მხარემ ნადეჟდა სავჩენკოს ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტები წარმოადგინა.


უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლომ უნდა მიიღოს.



კომპეტენტური ორგანოების მიერ მოთხოვნის განხილვის ვადები საერთაშორისო შეთანხმებით არ არის რეგლამენტირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ დონეცკის საქალაქო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო - უკრაინელ მფრინავს 2 რუსი ჟურნალისტის მკვლელობას და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელ მფრინავს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner