logo_geo
eng_logo
„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია“
- +

19 დეკემბერი. 2017. 11:17



აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც გუშინ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, საქართველოა მოხსენიებული.


ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია.


„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება", - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner