logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
- +

19 დეკემბერი. 2017. 13:48



საქართველოს პროკურატურის ინიციატივით არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გამართული შეხვედრა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე - რენატა ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, იურიდიული დახმარების სამსახურის, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


რეგიონებში არასრულწლოვანთა მულტიდისციპლინური ჯგუფების შექმნა საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ხორციელდება, რაც ადგილობრივ ორგანოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, რეგიონალურ დონეზე არსებული პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებასა და მათ დროულ მოგვარებას ისახავს მიზნად.


ადგილობრივი  მულტიდისციპლინური  ჯგუფები აქტიურ მუშაობას 2018 წლიდან დაიწყებენ და თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილი იქნება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეხება აქვთ არასრულწლოვნებთან.


საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროკავშირს და გაეროს ბავშვთა ფონდს ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner