logo_geo
eng_logo
აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ
- +

19 დეკემბერი. 2017. 14:11



უკრაინაში აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საქართველოს ყოფილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ ოქტომბრის სასახლის აღების მცდელობას ეხმაურებიან და აღნიშნულ ქმედებას აკრიტიკებენ.


კონკრეტულად, უკრაინაში კანადის ელჩმა რომან ვასჩუკმა აღნიშნა, რომ საჯარო შენობების აღებისა და განადგურების მცდელობა მშვიდობიანი პროტესტის უფლების კანონით ბოროტად სარგებლობაა. შესაბამისი კომენტარი რომან ვასჩუკმა „Twitter"-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა და აშშ-ს ელჩებმა აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან რომან ვასჩუკის აზრს.


17 დეკემბერს, კიევში გამართული „მარში იმპიჩმენტისთვის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, კიევში მდებარე „ოქტომბრის სასახლეში" შესულიყვნენ და იქ შტაბი მოეწყოთ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner