logo_geo
eng_logo
თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“-ის რიგით IX დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
- +

19 დეკემბერი. 2017. 22:23

 


19 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა, რიგით, IX თეატრალური პრემია - „დურუჯის" დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ესწრებოდნენ.


„დურუჯი 2017"-ის გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა და ლაშა პაპაშვილმა გამოავლინეს.


საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს( სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა",ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა", ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი - „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება", მარჯანიშვილის თეატრი), ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი", ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწფო დრამატული თეატრი), საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა („გათვლა")


 „დურუჯი" - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ ცისკრისა" და „რედიქს ჯგუფის" ორგანიზებით, უკვე, მეცხრედ ჩატარდა. 2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე  23 ნომინანტი. დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდა ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის,  რომლებმაც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner