logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს არ არის პარტიული სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა
- +

20 დეკემბერი. 2017. 00:12


 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსაზრებას, რომ თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან წინასაარჩევნო პარტიული სლოგანია დაწერილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა.


„ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი. ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება მალე გავხადოთ სიცოცხლით სავსე. რა თქმა უნდა ამისთვის ბევრია სამუშაო. ბევრი პროექტია განსახორციელებელი.

 

ჩვენთვის მთავარი იყო, შეგვექმნა საახალწლო განწყობა მოსახლეობისთვის, რომ ყოფილიყო განსხვავებული. რამდენად შევძელით ეს, მოსახლეობამ გადაწყვიტოს. მე გაძლევთ პირობას, რომ დედაქალაქი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო ლამაზი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner