2016 წლის გლობალური განვითარების (ტრანსფორმაციის) ინდექსის მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის ხარისხის კუთხით დაწინაურდა.
2012 წელს, საქართველოს საშუალო ხარისხის მენეჯმენტის სტატუსი ჰქონდა და მსოფლიოში 51-ე პოზიცია ეკავა. 2014 წელს, მე-40 ადგილზე დაწინაურდა, 2016 წლის რეიტინგში კი, 39-ე პოზიციაზეა და იმ 32 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც კარგი მენეჯმენტის ხარისხის სტატუსი აქვს.
BTI Transformation Index-ის მიხედვით, მენეჯმენტის ხარისხის შეფასება 4 კრიტერიუმს ეფუძნება: შესაძლებლობების მართვა; რესურსების გამოყენების ეფექტიანობა; კონსენსუსის ფორმირება; საერთაშორისო თანამშრომლობა.
წყარო: Transformation Index BTI 2016