logo_geo
eng_logo
მზია კაცაძე: პატრიარქის ნათქვამი რამდენიმე წინადადება, ჩემი ცხოვრების სულიერი საზრდო გახდა...
- +

20 დეკემბერი. 2017. 02:04



საპატრიარქოს არქივის დირექტორი მზია კაცაძე იხსენებს, როგორ დაეღუპა შვილები ხანძრისას 30 წლის წინ და საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, როგორ დააყენა სწორ გზაზე. ამის შესახებ კაცაძემ გადაცემა „რეაქციაში" ისაუბრა.


„გადავწყვიტეთ თავი მოგვეკლა, მაგრამ მანამდე იმდენი ჭკუა გვეყო, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრა დავგეგმეთ. გვინდოდა გვეკითხა მისი უწმინდესობისთვის, თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ გაგვიმეტა ასეთი საშინელებისთვის. თურმე ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენს მეგობრებს უკვე ეცნობებინათ მისი უწმინდესობისთვის ჩვენი ამბები და ის მობრძანდა ჩვენთან სახლში", - განაცხადა კაცაძემ.


მისი თქმით, პატრიარქის დახმარებით შეძლო მისულიყო ეკლესიაში და შეექმნა შვილგარდაცვლილ ქალთა ერთობა, რომელიც შემდეგ პატრიარქთან მიიყვანა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner