logo_geo
eng_logo
ნათია თოდუა: შეურაცხყოფას მე მოგებით ვუპასუხე!
- +

20 დეკემბერი. 2017. 03:05



მუსიკალურ პროექტ The Voice Of Germany-ის ქართველი გამარჯვებული ნათია თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთელ საქართველოს მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.


„უღრმესი მადლობა, რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად! უბედნიერესი ვარ! #ძალაერთობაშია #ძალასიყვარულშია

 

ასევე მსურს მოგიწოდოთ, რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებლისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან. არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.  მე ბედნიერი ვარ, რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

 

ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით, რომ შეცდომა იყო... ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი.

 

ვიცი, რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის, ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ, საბედნიეროდ, ამით არ წყდება ყველაფერი.

 

დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ, რომ უმრავლესობა მათ კრიტიკასა და შეურაცხყოფაზე გადადიხართ, რაც ნამდვილად არ არის საჭირო.

 

პ.ს. მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე.

 

მიყვარხართ", - წერს ნათია თოდუა სოციალურ ქსელში.


ნათია თოდუამ გერმანულ Voice-ში გაიმარჯვა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი,  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.


ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner