logo_geo
eng_logo
მეუფე ანდრია: აგვისტოს ომის დროს პატრიარქის ჩამოსვლა უღრან ტყეში მზის სხივივით იყო...
- +

20 დეკემბერი. 2017. 10:15



გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქმედებებს უღრან ტყეში მზის სხივის ჩამოვარდნას ადარებს. ამის შესახებ მეუფემ გადაცემა „რეაქციაში" ისაუბრა.


„აგვისტოს ომის დროს პატრიარქის გორში ჩამოსვლა ჩემთვის იყო ის, კაცი უღრან ტყეში რომ მოხვდები, სიბნელეა ვერ არჩევ ნორმალურად ვერაფერს და მზის სხივი რომ ჩამოვარდება. უღრან ტყეში მზის სხივივით იყო პატრიარქის ჩამოსვლა. პატრიარქი შეხვდა ბორისოვს, იქ სხვა ოფიცრებიც იყვნენ, მათაც შეხვდა უწმინდესი.

 

შესაძლოა ბევრმა არ იცის, პატრიარქი არის პრინციპული და შეუძლია იყოს ძალიან კატეგორიული ყველაზე სახიფათო, რთულ ვითარებაში. პატრიარქმა მოსთხოვა ბორისოვს, რომ ცხინვალში შესულიყო და იქ უკვე ჩვენი მხარე ჩაერია და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო სთხოვეს პატრიარქს, რმ ეს ნაბიჯი არ გადაედგა",-განაცხადა მეუფე ანდრიამ.  










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner