logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ
- +

20 დეკემბერი. 2017. 10:25


 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია „სითი პარკს" აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მერია სამართლებრივი კუთხით წაიყვანს საქმეს.


„სითი პარკთან" დაკავშირებით ძალიან სხვადასხვა მოსაზრებები იყო. თუნდაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტებიც საუბრობდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ აი 25 მილიონს გადავუხდით და შემდეგ ამ თანხას გადაიხდის ის კომპანია, რომელიც შემოვა. შესაბამისად, ეს თანხები ისევ მოსახლეობას უნდა გადაეხადა, რადგან ეს თანხები იმ კომპანიას ისევ მოსახლეობიდან უნდა ამოეღო.

 

ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ წავსულიყავით სამართლებრივი გზით. კომპანიას აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მე ამ წუთში თავს შევიკავებდი კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საუბარია სამართლებრივ გზაზე. შეიძლება ჩემი განცხადება მომდევნო წლების განმავლობაში ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული", - განაცხადა კახა კალაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner