logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად
- +

21 აპრილი. 2016. 14:34



„საქართველომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი - ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 



მისი თქმით, 1999 წლის აპრილში საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით გახდა ევროპული ქვეყნების კლუბის ნაწილი.



„ეს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა. თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ასევე ვაძლიერებთ. ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტს. ეს დიდწილად  უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების შეგრძნებაა, რომელიც ასახავს საზოგადოების დაკვეთას და სოციალურ კონტრაქტს. ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად. მთავარია, მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ და მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უფლებები. ჩვენ მივდივართ წინ მიუხედავად შიდა თუ გარე პრობლემებისა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner